რეზონანსი
07.10.2022

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრის დაწესების საკითხზე პროგრესი იქნა მიღწეული.

მისი თქმით, პრაღაში გამართულ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე სწორედ ბუნებრივ აირზე ფასები და უკრაინის დახმარების საკითხები განიხილებოდა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, სხდომაზე ასევე "გაგრძელდა დებატები საშუალებებზე, რომლითაც შეიძლება უკრაინის დახმარება". ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იქნება უკრაინისთვის აღმშენებლობაში დახმარება.

"რაც უკვე ნათელია, ის არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება დაფინანსების ახალი წყაროების გარკვევა, ვინაიდან საჭირო იქნება კოლოსალური თანხა. ჩვენ სტრუქტურირებული მიდგომის ჩამოყალიბება მოგვიწევს, რათა უზრუნველვყოთ დაფინანსების პროგნოზირებადობა, გამჭვირვალობა იმისა, თუ როგორ განხორციელდება ეს, და რა თქმა უნდა, უკრაინის დაფინანსების სიმყარე", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×