რეზონანსი
07.10.2022

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან, მოძრაობა „სამოქალაქო წინააღმდეგობის" აქციაზე "დაკეტე საზღვარი" განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს.

მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაიკეტოს რუსეთთან საზღვარი.

„დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე დიდი საფრთხეა, შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით აქციის მონაწილეებს. მოვედით აქ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს, იმიტომ, რომ ეს პრობლემაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მეორე მხრივ, ეს არის საქართველოსთვის ჰუმანიტარული პრობლემა. საქართველოს 10 ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გადის ქვეყნიდან და 10 ათასობით რუსეთის მოქალაქე იკავებს მათ ადგილებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×