რეზონანსი
25.09.2022

შედეგი ნებისმიერ ფასად - რუსეთი ფრონტის ხაზზე პროფესიული ჯარის დანაკარგების შევსებას სამოქალაქო პირებით ცდილობს. მათ შორის არიან ისეთები ვისაც ხელში იარაღი საერთოდ არ ჭერია, ნაწილი საბჭოთა ჯარში მსახურობდა და ახლა პენსიონერია. კრემლი ცდილობს ეს პროცესი რუსეთის მოქალაქეებზე სამშობლოს დაცვის იდეით გაყიდოს, თუმცა როგორც ჩანს მოწოდებები დამაჯერებელი არ არის. მობილიზაციის გამოცხადებას და ომში ჩართვას რუსეთის 32 ქალაქში მოყვა აქციები. წინააღმდეგობის გამო ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აკავებენ.

"კიდევ ერთხელ მინდა რუსებს რუსულად მივმართო. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას თავად რუსეთის მოქალაქეებმა უწოდეს დასამარება. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საკუთარ მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნის. სჯობს, უკრაინას ტყვედ ჩაბარდეთ, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს.

თითოეულ რუს ჯარისკაცს, ვინც ტყვედ ჩაბარდება, უკრაინა სამ რამის გარანტიას მისცემს. პირველი: თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე: ვერავინ გაიგებს, რა გარემოებებში დანებდით, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო. მესამე: თუ შეგეშინდებათ რუსეთში დაბრუნების და თავად არ მოგინდებათ გაცვლა, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. და რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს: ოკუპანტს ვერანაირი ხრიკი ვერ დაეხმარება. ამას გპირდებით,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×