რეზონანსი
06.09.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 

ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×