რეზონანსი
15.08.2022

ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებინფორმაციას მედია საშუალებები საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.

შემთხვევა ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ კვირას მოხდა. მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური მასალების მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ადამიანები, შესაძლოა, ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×