რეზონანსი
12.08.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას გუშინდელ მიმართვაზე, სადაც ის აცხადებს, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის" აქვეყნებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომში. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არმეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×