რეზონანსი
07.08.2022

საკუთარი სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს, რომელიც იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მან პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადებებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

"14 წელი შესრულდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. ჩვენ გვახსოვს ის თავდადება და გმირობა, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს. იმ პერიოდში უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ თავგანწირვამ, რომელიც ქართველებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, მოგვცა საშუალება მტერი შეჩერებულიყო. მართალია, დღეს ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისათვის და იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი.

დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ კარგად ახსოვთ რუსეთის აგრესია, რომელიც განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში. დღეს ჩვენ ვნახეთ სწორედ ეს განცხადებები აშშ-ის, ევროკავშირის და უკრაინის მხრიდან. სწორედ ეს არის მეგობრობა, პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მისცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს დეოკუპაცია.

თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს, რომელიც იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×