რეზონანსი
07.08.2022

„რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და 2022 წელს სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადეს ევროდეპუტატებმა.

ევროპარლამენტარების თქმით, ისინი ამ დღეს ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროდეპუტატები გმობენ რუსეთის მიერ განგრძობად უკანონო ოკუპაციას, ე.წ ბორდერიზაციას, ე.წ. პასპორტიზაცია, ისევე როგორც სხვა ნაბიჯებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენაა მიმართული.

ევროდეპუტატები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დაადგინა რუსეთის ბრალეულობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში.

14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში - ამის შესახებ ევროპარლამენტის „საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის" წევრების: პეტრას აუსტრევიჩუსის, მაიკლ გალერის, მარინა კალიურანდის, ანდრიუს კუბილიუსის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×