რეზონანსი
04.08.2022

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც „მოქალაქეების" და „გირჩის" განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ვინმე დაავალდებულონ, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს.

„სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლას ან წასვლას რაც შეეხება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობასა ან არმონაწილეობაზე. შესაბამისად, რაც არ უნდა მიზანშეწონილად გვეჩვენებოდეს ეს, არ შეიძლება ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებაზე," - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, „მოქალაქეები" და „გირჩი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×