რეზონანსი
04.08.2022

გურამ მაჭარაშვილი ეკა გიგაურის განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი პირდაპირ იყო ჩართულ პოლიტიკურ პროცესებში.

„მთავრობაში უნდოდა მოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ იყო ჩართული. თუ ანტიდასავლურ რიტორიკად აღიქვამს იმას, რომ ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ გვინდა მშვიდობა და ამიტომ გვინდა ევროპა და გვინდა ევროპა და ამიტომ გვინდა მშვიდობა, ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ანტიდასავლური რიტორიკა არის ის, რომ თუ ვინმე ომს არ დაიწყებს, ისე ერ შევა ევროკავშირში, რასაც თვითონ საუბრობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მმართველ გუნდს ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის შანსები დაბალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×