რეზონანსი
03.08.2022

ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში არ არის?! - ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებას, რომ ხელისუფლების რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეთანხმებული და დაგეგმილი.

„ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ? ადამიანის, რომელიც რეალურად პოლიტიკაში არ არის. პირველი - იმიტომ, რომ ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ. ორივე აქვთ კომპლექსი და შიში. 2012 წლიდან მოყოლებული, სადაც ეს ადამიანი იყო ჩართული ყველგან დაამარცხა. ის მავნე პრაქტიკა თუ წარსული, რაც ამ ქვეყანაში იყო, ამ ადამიანის ანგარიშზეა, დაამარცხა. ამის კომპლექსი აქვთ. რაღაც სალაპარაკო ხომ უნდა ჰქონდეთ დღეს?

არსებობენ კონკრეტული ძალები, მათ შორის, დასავლეთშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შემოაბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. როდესაც ეს ადამიანი ამას არ აკეთებს, პოლიტიკიდან დისტანცირებულია, პიარის საფუძვლად სჭირდებათ, რომ ებრძოლონ პოლიტიკიდან წასულ ადამიანს, თითქოს არ გასულა, მეორე მხრივ, დააშანტაჟონ, საერთო შანტაჟის სქემაში ჩაერთონ „წარმატებულად",- აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×