რეზონანსი
03.08.2022

უმძიმესი ამბავი ქვემო ქართლში - სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თავისუფალია.

21 წლის კაცი, რომლსაც 24 წლის გოგო გაუპატიურების და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა.

ახალგაზრდა წლის ქალს  სხეულზე დაზიანებები  და წამებისა  კვალი ამ დრომდე ეტყობა. სავარაუდო მოძალადე ფიზიკურად გაუსწორდა მსხვერპლის ოჯახის წევრებსაც. საქმეში დევს ექსპერტიზის პასუხებიც. 

ირკვევა, რომ სავარაუდო მოძალადე 24 წლის ქალის კარის მეზობელია. 

შემოვარდა ოთახში და ხელის მკერდზე დადება დაიწყო. მახრჩობდა ისე მადებდა ხელს. როცა მივხვდი, რომ ვიგუდებოდი, ვფქირობდი რამენაირად დედაჩამისთვის ხმა გამეგონებინა. ორჯერ თუ სამჯერ დავიყვირე - მიშველეთქო. ამ ხმაზე დედა გამოვიდა, მაისურით დაიჭირა, თუმცა ის მაინც აგრძელებდა ჩემს გაგუდვას"- აცხადებს სავარაუდო მსხვერპლი. 

ადგილობრივების თქმით, პოლიციამ მამაკაცს ბრალი მხოლოდ ხულიგნობის მუხლით წარუდგინა.

წყარო: TV Pirveli

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×