რეზონანსი
03.08.2022

ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან, ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დასვა მის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დარჩა თუ არა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთ კითხვები და რა სახის არის ეს კითხვები.

„საუბარი იყო ძირითადად გამიჯვნაზე, მაგალითად ემიჯნებოდა თუ არა კელი დეგნანი ეკა გიგაურს, ეკა გიგაური არის ადამიანი, რომელიც იღებს კონკრეტული წყაროდან ფულს და როდესაც ის ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს ასეთ განცხადებას. სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. მაგალითად, როდესაც ვიღაც მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ შესაბამისი განცხადება. ამაზე გამიჯვნა არის საჭირო. ჩვენ არ გვინდოდა კითხვების საჯაროდ დასმა, თუმცა ეს კითხვები დაისვა და სამწუხაროა, რომ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა“, – განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×