რეზონანსი
31.07.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ სამხედრო-საზღვაო დოქტრინას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხეებად სახელდება.

55-გვერდიან დოკუმენტს, კრემლის ლიდერმა ხელი საზღვაო ძალების დღეს მოაწერა. მასში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფართო სტრატეგიული მიზნებია ასახული, მათ შორის ოფიციალური მოსკოვის „დიდი საზღვაო ძალის" ამბიცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე „მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკაა", ისევე როგორც, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ალიანსის ახლო მოძრაობა.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად გამოიყენოს, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, ამოწურული იქნება.

გარდა ამისა, დოქტრინაში ხაზგასმულია, რომ დღევანდელი რუსეთი ძლიერი ფლოტის გარეშე ვერ იარსებებს და მოსკოვი მსოფლიო ოკეანეებში თავის ინტერესებს მტკიცედ დაიცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×