რეზონანსი
18.07.2022

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მოსამართლის განცხადებების „მარტივად გატარება" არ შეიძლება და ამ ყველაფერს მკაფიო პასუხი სჭირდება.

„საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა მოსამართლემ. პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის მიმართ, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ და მას სჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, განაჩენები, ასეთი ხარისხის ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება ბუნებრივია მკაფიო პასუხი ანუ უნდა გავერკვეთ რა მოხდა, სინამდვილეში რაში იყო საქმე. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, არც პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს თუ საქმე იმას ეხება, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა, ეს კატასტროფაა, ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამას სჭირდება ბუნებრივია ჩაძიება, ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ამ განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი რომელმაც აღნიშნა, რომ „ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი". მისივე თქმით, წლებია აშშ მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×