რეზონანსი
18.07.2022

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი თუ არ შესრულებენ საკუთარ დანაპირებს, თურქეთი გაყინავს მათ განაცხადს ნატო-ში.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შვედეთის შემთხვევაში არსებული სურათი კარგად არ გამოიყურება.

„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გავყინავთ პროცესს. რას ამბობს მთავარი ოპოზიცია ან სხვა პატარა ოპოზიცია ამა თუ იმ უცნაურ საკითხზე - ჩვენ არ გვეხება, ვიდრე ვართ ამ ქვეყნის მმართველი პარტია. ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით შვედეთი არ ავლენს კარგ სურათს. როგორც თურქეთის, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ფინეთმა და შვედეთმა თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს, თუმცა წინააღმდეგობას წააწყდნენ თურქეთის მხრიდან, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნები იმ ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებსაც ტერორისტებად მიიჩნევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×