რეზონანსი
18.07.2022

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „ოცნებას" სამხილებელი არაფერი აქვს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია და მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მან „ქართული ოცნების" მხილება" გადაწყვიტა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კონკრეტული დაკავება სამართალდამცავების საქმეა და არა პოლიტიკოსების შესაფასებელი.

„ოცნებას" სამხილებელი არაფერი აქვს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ დაკავებას თუ გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. „ოცნებას" სამხილებელი არაფერი აქვს! ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ სამხილებელი, როგორც ეს უნდათ ზოგიერთ ძალებს, არაფერი გვაქვს, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით! რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა და ჩემი საქმე არ არის. მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ადამიანის დაკავებიდან მეორე მესამე დღეს გვეკითხებიან დეტალების შესახებ. ეს არ არის სწორი. არაერთხელ მითქვამს, რომ სამართალდამცავის შესაფასებელი საქმე პოლიტიკოსმა შეაფასოს და თქვას. ამიტომ დანარჩენი კითხვები არის სამართალდამცავებისთვის", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას. შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×