რეზონანსი
18.07.2022

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას იწყებს. უწყებამ უკვე გამართა კონსულტაციები აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. თემის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში" ისაუბრა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია. ეს არის განსაზღვრული ჩვენი სამოქმედო გეგმით, ერთ-ერთი ეტაპი იყო სამედიცინო მომსახურების სტანდარტის დანერგვა, რაც გეგმის მიხედვით, 2025 წლიდან უნდა გვქონდეს. ამიტომ საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ახლა კვლევის ეტაპზე ვართ, თუ რა ტიპის აკრედიტაციები და დაწესებულებები არსებობს მსოფლიოში. რამდენიმესთან უკვე გვქონდა შეხვედრა და ამ სტანდარტის დაკმაყოფილებას, აკრედიტაციის გავლას, რამდენიმე წლის შემდეგ მოვთხოვთ კლინიკებს. ეს არის ის მინიმალური სტანდარტი, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც მომსახურების ხარისხის კუთხით, ასევე ექიმებისა, ექთნებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ ჩვენც და ჩვენი მოქალაქეები, რომ იმ კლინიკებში, სადაც მიდიან, არის ამ აკრედიტაციის შესაბამისი სტანდარტი, მომსახურება და შეუძლიათ მშვიდად იგრძნონ თავი", - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, არ იქნება სავალდებულო კლინიკებმა ერთი კონკრეტული სტანდარტი დააკმაყოფილონ და მათ არჩევანის საშუალება ექნებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×