რეზონანსი
17.07.2022

"შეიარაღებული ძალები, ჩვენი მებრძოლები მტერს მედგრად ებრძვიან. უკვე მოვახერხეთ მტრის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. ეტაპობრივად გავათავისუფლებთ ყველა დასახლებულ პუნქტს, რომელიც ოკუპირებულია. ომის მიმდინარეობისას ჩვენ მოვახერხეთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ჩვენი ინსტიტუტების შენარჩუნება, ავაშენეთ ენერგო სისტემა, განვაახლეთ ლოგისტიკური კვანძი და რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩუნეთ ეროვნული ერთიანობა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რა გზა გავიარეთ დამოუკიდებლობისთვის.

დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია ჩვენი ერთიანობის და გამძლეობის. ყოველდღე ბევრი ნერვიულობის და მწუხარების ატანა გვიწევს. მედგარი ბრძოლა გავაგრძელოთ ინფორმაციულ სივრცეშიც, რათა მტერს არ მივცეთ საშუალება, ოცნება აისრულოს. მისი ოცნება კი ერთია, უკრაინის განადგურება. ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და ყველა ერთად ავაშენებთ ქვეყანას. ეს ჩვენი ვალია წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×