რეზონანსი
16.07.2022

ესპანეთში სიცხეს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა გრძელდება, 360 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრნობით წერს.

ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსს აღწევდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანომალიურ სიცხეს 238 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობას ხანდაზმულები წარმოადგენენ.

პორტუგალიაში, ესპანეთსა და ასევე საფრანგეთში ტყის ხანძრები გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×