რეზონანსი
16.07.2022

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტყეში მომპოვებელი ბიზნესსუბიექტი ვალდებული იქნება, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიებზე ტყის არამერქნული რესურსების, მათ შორის, ჟოლოს, მაყვლის, სოკოს, მოცვის, კოწახურის, კენკრის, სოჭის გირჩას და სხვა სახის რესურსების მოსაპოვებლად, ყოველი წლის ბოლოს 1 კგ მოპოვებულ ნედლეულზე 1 თეთრი გადაიხადოს. ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი გუჯარაიძე bm.ge -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საბოლოო ვარიანტამდე მოსაკრებელი თანხის ოდენობა თავდაპირველად 30 თეთრამდეც კი განისაზღვრა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად მოსაკრებელი დაბალ ნიშნულზე დადგინდა. გუჯარაიძე ამბობს, რომ ახალი წესის ამოქმედება კონკრეტული არამერქნული ჯიშების დაცვის მიზნით ხორციელდება. ის განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ასოციაციაში 30-ზე მეტი კომპანიაა გაწევრიანებული და წლის ბოლომდე ყველა მათგანს მოპოვებასთან დაკავშირებული ნებართვა მიღებული უნდა ჰქონდეს, მისი არ ქონის შემთხვევაში კი ისინი დაჯარიმდებიან.

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით მოგვეთხოვება, რომ ბაზარი დარეგულირებული იყოს, რაც ქვეყანაში ტყის მდგრად მართვასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს, რათა ბიზნეს საქმიანობა ლეგალურ ჩარჩოში მოექცეს. კომპანია, რომელიც სახელმწიფო რესურსს იყენებს, ამას ლეგალურად უნდა ახორციელებდეს. მოსაკრებლის დანიშვნის კიდევ ერთი ფუნქცია იმ რესურსების დათვლაა, რომელიც აქამდე არავის აღურიცხავს. მაგალითად, როდესაც კომპანია ანგარიშს მოპოვებული პროდუქტის სახეობისა და რაოდენობის მიხედვით წარადგენს, სატყეო სააგენტო მის ოდენობას (მაგალითად კენკრა) აღრიცხავს”, - განაცხადა გიორგი გუჯარაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×