რეზონანსი
16.07.2022

სიცხის ტალღის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს პორტუგალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ათასობით მეხანძრე ებრძვის.

პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, პილოტი დაიღუპა, როდესაც მისმა წყლის ჭავლის გამშვებმა თვითმფრინავმა ვილა-ფოშ-კოას ტერიტორიაზე, ესპანეთის საზღვართან, კატასტროფა განიცადა.

ხანძარია საფრანგეთის ჟირონდის რეგიონშიც, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სამხრეთ ესპანეთში, კოსტა დელ სოლის მახლობლად, მიხასის გორაკზე გავრცელებული ტყის ხანძრის გამო დაახლოებით 2300 ადამიანს ტერიტორიის დატოვება მოუწია.

სამშაბათიდან ტემპერატურამ პორტუგალიაში 47 გრადუსამდე, ესპანეთში კი 40 გრადუსამდე აიწია, რამაც ხანძარი კიდევ უფრო გაამწვავა. ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში სიცხისგან 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხანძარმა ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაწილებიც დააზარალა. იტალიაში მთავრობამ პოს ხეობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარე ზოგ ადგილას პატარა ნაკადულზე უფრო დიდი ზომის არ არის.

საბერძნეთში მეხანძრეები ხანძარს ფერიზას ტერიტორიაზე ებრძვიან, რომელიც ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში რეტიმნოს მახლობლად მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეტიმნოს მახლობლად შვიდი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩრდილოეთ მაროკოშიც, რადგან ხანძარმა მოიცვა ლარაშის, უეზანეს, ტაზასა და ტეტუანის პროვინციები. ხანძრის შედეგად ქსარ ელ კებირის რაიონში ერთი სოფელი მთლიანად განადგურდა და სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×