რეზონანსი
16.07.2022

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. ჩვენ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც დღეიდან მთის კვირეული დაიწყო.

„ჩვენი სურვილია, ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში ბევრი დამსვენებელი, ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში. მეტი ყურადღების მიქცევა. გახსოვთ, ამისთვის ჩვენ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ. მთაში მცხოვრებთათვის დაწესდა შეღავათები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ასეთ ულამაზეს ადგილას და იცით, მთელი 6-7 თვე აქ მოძრაობა იკეტება. ზამთრის პერიოდში შეუძლებელია გადადგილება, მხოლოდ ვერტმფრენით. ამიტომ, მინდა ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×