რეზონანსი
15.07.2022

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მკაფიოდ დაადასტურა ის ეჭვი, რომელიც ჩვენ გამოვთქვით გუშინ. კონკრეტულად, მან თქვა, რომ მასზე ნამდვილად ჰქონდა ზეწოლას ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და მისი ამერიკაში არ წასვლაც, უკავშირდებოდა სწორედ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების დროს.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია. მისი თმით, არავის აქვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება. ერთადერთი, ვინც შეიძლება გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.

„უკვე სხვა მოსამართლეებმაც დაიწყეს დადასტურება იმის, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ და სწორედ, ამიტომ გადაწყვიტეს რომ ისინიც არ წასულიყვნენ ამერიკაში, რადგან ლაშა ჩხიკვაძეს არ მისცეს ამერიკაში წასვლის უფლება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, არავის აქვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება. ერთადერთი, ვინც შეიძლება გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. თუ, ეს ვერ გადაწყდა, ამ შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სხვა ვერავინ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ და დაჟინებით, ველოდებით მკაფიო განმარტებას საელჩოსგან და პირადად ქალბატონი კელი დეგნანისგან - ჰქონდა თუ არა მსგავს ზეწოლას ადგილი, ჰქონდა თუ არა მსგავს „გასაუბრებას" ადგილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და უკავშირდება თუ არა, ლაშა ჩხიკვაძისთვის ამერიკაში წასვლის უფლებაზე უარის თქმა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×