რეზონანსი
15.07.2022

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს ამის შესახებ ელჩთან საუბარი პირისპირ უნდა გაიმართოს.

„არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ არის რამე მტკიცებულებები საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს ამის შესახებ და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებით განცხადებები [გაკეთდეს]. ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×