რეზონანსი
15.07.2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდას უარყოფს და კონტროლის გაძლიერების პირობას დებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ. უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლები გაგზავნა ქვეყნისთვის მიწოდებული იარაღის ნაკადის მონიტორინგისთვის. ამას გარდა, მისი ცნობით, უკრაინა იყენებს 2019 შეძენილ ნატო-ს პროგრამულ უზრუნველყოფას იარაღის დისლოკაციის და გამოყენების მონიტორინგისთვის, ხოლო ალიანსის ქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

ამას გარდა, უკრაინა მუშაობს მონიტორინგის ორ სისტემაზე, რომლებიც იმუშავებს ნატო-ს პროგრამული უზრუნველყოფის პარალელურად. მინისტრის განცხადებით, უკრაინიდან მძიმე შეიარაღების უკანონოდ გატანის შანსი არ არის, რადგან ის აღჭურვილია GPS-სისტემით და შესაძლებელია მისი მონიტორინგი თანამგზავრით.

ამავე დროს, რეზნიკოვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თეორიულად უკრაინიდან ევროკავშირში შესაძლებელია ავტომატის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის გატანა, თუმცა ევროპისგან და ევროკავშირის ქვეყნების პოლიციისგან მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მხარეს არ მიუღია.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში „ფაინენშელ თაიმსი" წერდა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×