რეზონანსი
15.07.2022

ეს იყო საელჩოს წარმომადგენელი, ბატონი კევინი. სტანდარტულად მე მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენი საუბარი შეეხებოდა ამერიკაში ვიზიტს და მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური ვითარება იყო, რადგან სხვა მოსამართლეებსაც ჰქონდათ ანალოგიური შეხვედრები, თუმცა შეკითხვები აშკარად ბატონ გვარამიას საქმეს დაუკავშირდა, - განაცხადა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები, პირდაპირ, თუ ირიბად სასამართლო გადაწყვეტილებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის ნიშნებს შეიცავს.

„აინტერესებდათ ფაქტობრივი გარემოებები, რატომ მივედი გამამტყუნებელ ვერდიქტამდე, რატომ გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით და ასეთი ტიპის შეკითხვები. თავად ჩემს კოლეგებს და ბუნებრივია, ჩემს ხელმძღვანელობას არ დაუსვამს ასეთი შეკითხვები იმ საქმესთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც მე მივიღე, გამომდინარე საქმიდან და კანონიდან. პირდაპირი თუ არაპირდაპირი მინიშნება იყო საელჩოს წარმომადგენლისგან, რომ ამ ეტაპზე ჩემი მონაწილეობა არასასურველი იყო. ვფიქრობ სასამართლო გადაწყვეტილებაზე რაიმე ფორმით ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ან სურვილი მისაღები არ არის და ვფიქრობ, პირდაპირ თუ ირიბად სასამართლო გადაწყვეტილებაზე გარკვეული ზეგავლენის ნიშნებს შეიცავს", - აღნიშნავს ჩხიკვაძე „ქრონიკასთან".

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×