რეზონანსი
13.07.2022

დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს შეეფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მხრიდან გათვალისწინებული იქნა გარემოება, რომ ბრალდების მხარეს მომართა თავად დაზარალებულმა აღნიშნულის თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თავად დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნა წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და დაცვის მხარის შუამდგომლობას თავდებობით პატიმრობის შეცვლის თაობაზე დაეთანხმა ბრალდების მხარეც“, – განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×