რეზონანსი
13.07.2022

მალტის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ ტანკერზე მყოფმა 18-კაციანმა ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია, 5-ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, მიგრანტები გადაარჩინა.

ისინი 3 დღის განმავლობაში ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.

„როცა ტივი შევამჩნიეთ, უკვე ღამდებოდა, შტორმისა და ცუდი ხილვადობის გამო მათი კვალი დავკარგეთ. სამაშველო ტივზე არ ჰქონდათ შუქი, რის გამოც მათი პოვნა გართულდა.

მთელი გემის ეკიპაჟი 8 საათის განმავლობაში ვეძებდით მათ. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა ტელეფონი და ტელეფონის შუქის მეშვეობით შევძელით მათი დანახვა. ხიდურიდან ერთი საათით გვიან რომ აგვეყვანა, უკვე ყველა მკვდარი იქნებოდა.

სასწაული რამ მოხდა, სიტყვებით ვერ აღვწერ რეალობას, რა მოხდა მთლიანად,  რა რთული იყო მათი ამოყვანა ბორტზე. თან შტორმი და თან, არც ერთს არ შეეძლო ბორტზე ამოსვლა. ყველას ძალა ჰქონდა გამოცდილი, სიარულიც კი არ შეეძლოთ. მაგრამ ჩვენი ქართველი ბიჭების დახმარებით მაქსიმალურად ვცდილობდით მათ დახმარებას და გადარჩენას. 42 მამაკაცის, 7 ქალის, სამი ბავშვის და 1 ორსული ქალის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით,“ – აცხადებს ზაზა ჭაღალიძე „ტვ 25”- თან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×