რეზონანსი
09.07.2022

არ დაუჯეროთ ანგაჟირებული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს. გასაგებია, რომ მათ ასე უნდათ, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო? ისინი მისდევენ ჰიტლერის და გებელსის პრინციპს - „თქვი დიდი ტყუილი, გაიმეორე ხშირად და ხალხი დაიჯერებს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველოში დღეს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად არის მომზადებული კოვიდის მართვის და ამ მოსალოდნელი აღმავალი ტალღისთვის. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობა. მინდა მოსახლეობას მივმართო და ვთქვა, რომ ეს არის ჭეშმარიტება. არ დაუჯეროთ ანგაჟირებული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს. გასაგებია, რომ მათ ასე უნდათ, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო? ისინი მისდევენ ჰიტლერის და გებელსის პრინციპს - „თქვი დიდი ტყუილი, გაიმეორე ხშირად და ხალხი დაიჯერებს“. სიტყვასიტყვით ამბობდნენ, რომ დაიწყო ახალი ტალღა და ჯანდაცვის სისტემა შეხვდა აბსოლუტურად მოუმზადებელი - 100%-იანი ტყუილია. პირიქით არის - ჯანდაცვის სისტემა შემთხვევების ამ მატებას შეხვდა ძალიან კარგად მომზადებული“, - ამბობს ცერცვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×