რეზონანსი
09.07.2022

ქართული ეროვნული ლეგიონის დამაარსებელი და მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინას მტრისგან დაცვაში ეხმარება, „კადიროველებზე“ ჰყვება და მათ პიარის მოყვარულებს უწოდებს.

„ისინი მხოლოდ პიარს იკეთებენ და მოღალატეები არიან“,- აცხადებს მამუკა მამულაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

„ლეგიონი ახლა სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში შედის და უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთით ფრონტის თითქმის მთელი ხაზის გასწვრივ არის განთავსებული. საკმარისი ვართ იმისთვის, რომ ფრონტის ხაზი მოვიცვათ“,- განაცხადა მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის მეთაური განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროებსა და ოკუპანტების ჯარში მობილიზებულ თვითგამოცხადებული ფსევდორესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის არავითარი მენტალური სხვაობა არ არსებობს და არაფრით განსხვავდებიან მომზადების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კადიროველებს, ისინი უბრალოდ პიარს იკეთებენ ამ ომში. ისინი გარიყულები არიან რუსული ჯარისგან. კადიროველებს თავისი მიმართულება აქვთ - პიარი გააკეთონ რუსების სიკვდილის ხარჯზე და საკუთარი ხალხის სიკვდილის ხარჯზეც კი. ადამიანებმა, რომლებმაც უღალატეს თავის ქვეყანას, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ისინი კავკასიისა და თავისი ხალხის მოღალატეები არიან“,- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ქართულ ეროვნულ ლეგიონში მხოლოდ ქართველები არ შედიან. მასში ერთიანდებიან მოხალისეები ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ჯამში ლეგიონში 32 ქვეყნის წარმომადგენელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×