რეზონანსი
09.07.2022

პრობლემა ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი. მათ სურთ, რომ რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობას“ სიგიჟემდე უყვარს ეს ადამიანი, მოვუხსნათ ბრალდებები და გავუშვათ სახლში, დავაყენოთ კანონზე მაღლა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მიზანშეწონილობას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. პრეზიდენტს აქვს ამის დისკრეცია, მაგრამ მან რამდენჯერმე კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყალებას. ამაში ვეთანხმები, იმიტომ რომ სწორია, ლოგიკურია, დამაჯერებელია და არგუმენტირებულია მისი უარი. დაახლოებით იმავენაირად ვუყურებ ამ საკითხს მე, მაგრამ ჩვენ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ამის რეალური რესურსი და მექანიზმიც არ გვაქვს. არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. პრობლემა ისაა, რომ ისინი ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი. მათ სურთ, რომ რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობას“ სიგიჟემდე უყვარს ეს ადამიანი, მოვუხსნათ ბრალდებები და გავუშვათ სახლში, დავაყენოთ კანონზე მაღლა. ისინი ცდილობენ, ეს როგორმე კანონიერად შეფუთონ და მოუძებნონ კანონიერი ფორმა, თუმცა ეს არადამაჯერებელი გამოდის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×