რეზონანსი
09.07.2022

ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საწინააღმდეგოდ მიმავალი მიკროავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×