რეზონანსი
02.07.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას.

„გვესმის, თითქოს ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, რომელიც აიძულებს ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას იქ, სადაც არის იძულება. იქ უკვე დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოწოდებებიც. გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის აგრესია პოლიტიკურ ელიტაში, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს.

„თავისთავად, სადაც არის კანონის დარღვევა და ძალადობა, იქ შესაბამისი რეაგირებაც იყო პოლიციის მხრიდან, მაგრამ სწორედ ამაზე ვსაუბრობ და ამიტომაც არის პირველ პუნქტად მონიშნული დეპოლარიზაცია. პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის პოლიტიკურ ელიტაში აგრესია, რაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ჩვენი მოწოდებაც სიმშვიდისკენ, დეპოლარიზაციისკენ და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×