რეზონანსი
30.06.2022

როგორც მილო ჯუკანოვიჩმა აღნიშნა, მონტენეგრო ნატო-ს ყველაზე ახალგაზრდა წევრია, რომელიც ალიანსს 5 წლის წინ შეუერთდა და ის წევრი სწორედ ღია კარის პოლიტიკის დამსახურებით გახდა.

„სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და ასევე იმედი გვაქვს ევროკავშირის ღიაობისაც. ვფიქრობთ, ყველა ევროპული ქვეყანა, ვისაც წევრობა სურს, უნდა გახდეს წევრი. მე საქართველოშიც ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით და ძლიერი მხარდაჭერა გამოვუცხადე ქვეყნის მცდელობებს, დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ისევე როგორც მხარს ვუჭერ თითოეული სახელმწიფოს თავისუფალ არჩევანს, როდესაც ეს ქვეყნის მომავალს ეხება. იმედი მაქვს, ნატო-ს წევრები და ნატო ასევე იზიარებს ამ პრინციპს და ეს ასახულია სტრატეგიულ კონცეფციაში", - განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×