
რუსეთი ენერგეტიკას იძულების იარაღად იყენებს , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხაზს უსვამს რუსულ ნავთობსა და გაზზე სწრაფად უარის თქმის აუცილებლობას.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ავტორიტარული რეჟიმების საქონელზე ზედმეტად დამოკიდებულების საფრთხეს აჩვენებს.
ნატო-ს გენმდივნის განცხადებით, "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არის ფასი, რომლის გადახდაც ღირს თავისუფლებისთვის".
„მე, რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ ჩვენს ეკონომიკურ სანქციებს, მაგალითად, რუსული ინდუსტრიის ნაწილებზე, ფინანსურ სექტორზე, ასევე აქვს გლობალური შედეგები ენერგეტიკული ბაზრებისთვის და, შესაბამისად, ევროპელებისთვის, ნატოს მოკავშირეებისთვის, შეერთებული შტატებისთვის. .. ისინი იხდიან ფასს. ამის უარყოფის არავითარი გზა არ არსებობს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მანვე დასძინა, რომ ეს ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ის ფასი, რომელსაც ქვეყნები გადაიხდიან, თუ პუტინი თავის გზას დაადგება დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით.
"ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ თავისუფლებისთვის", - აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.