რეზონანსი
27.05.2022

რა იქნება დადებითი ინფლაციისთვის - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სესიაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კუთხით კარგ სასტარტო პოზიციას განმტკიცება სჭირდება. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა.

„ინფლაციაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას, ესენია მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ნედლეულის და ენერგომატარებლების ფასების ზრდა, რუსეთ-უკრაინის ომი და ლარის გაცვლითი კურსი. თუმცა ბოლო პერიოდია ლარი მყარდება და გარკვეულ პერიოდში, იგი აუცილებლად გადაეცემა ფასებს კლების მიმართულებით"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, ფისკალური და მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დაასახელა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს", - განაცხადა კოვზანაძემ და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც გაამახვილა ყურადღება.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არაა მარტივი თემა, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თუმცა სკრუპულოზური და ,,წერტილოვანი" მუშაობით შესაძლებელია რომ ეს გეოპოლიტიკური შოკი ჩვენ უცხოური ინვესტიციების გააქტიურების შესაძლებლობად ვაქციოთ", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×