
რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან,
„რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა. რუსეთს დაუსჯელად თუ მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა, ლოგიკური მოეჩვენოთ. იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის - არაფრის თქმაა", - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.