რეზონანსი
25.05.2022

თავისუფლად შეიძლება დავარქვათ ოპოზიციას საკუთარ დებატებში დაკარგულები, - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ საპარლამენტო დებატებზე ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლა. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას სურდა წარმოეჩინა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის, ხოლო ამის გახმოვანება და ბალანსის დაცვა გაუჭირდათ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდებოდი გაცილებით მომზადებულ „სფიჩებს" მათი მხრიდან და ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, რადგან გაიჭედნენ ორ მთავარ მიზანს შორის. უნდოდათ დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის. საქართველო მზად არის და ბევრად უსწრებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ და ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა აირჩიეს გზა, რომ მათი ხსნა არის საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ამის გახმოვანება, ბალანსის დაცვა ერთად ყველაფერი ძალიან გაუჭირდათ და ჩაიკარგნენ ამ დებატებში, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში ჩაკარგულები, დაკარგულები. კულმინაცია იყო, როცა არჩილ თალაკვაძემ სთხოვა მათ ხელის აწევით დაედასტურებინათ დღევანდელი მოცემულობით ღირსია თუ არა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ ერთმა აწია ხელი ოპოზიციიდან, ვერ გაბედეს ხელის აწევა, შეგვიძლია გავამძაფროთ და დავარქვათ ამას საქართველოს მტრობა, მეორე მხრივ დაბნეულობა შეიძლება დავარქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობით, წაგებულ მდგომარეობაში არიან", - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×