რეზონანსი
23.05.2022

გორი-ქარელის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს მოტეხილობა და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სამედიცინო ქსელ „გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გორისა და ქარელის კლინიკებში მოთავსებულ ხუთივე პაციენტს ამ დროისთვის კვლევები უტარდება.

„ამ ეტაპზე ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მოტეხილობები და უტარდება კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგ გადაწყდება მათი შემდგომი სტაციონარიზაცია. რაც შეეხება რომელიმე პაციენტის გადაყვანის საკითხს სპეციალიზებულ კლინიკაში, ამ ეტაპზე საკითხი არ დგას. ყველა მათგანის მართვა ხდება „გორმედის" ქსელში", - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა.

შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

წყარო: „interpressnews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×