რეზონანსი
20.05.2022

ლიეტუვა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს. როგორც „ბიბისი" წერს, აღნიშნულის შესახებ დღეს ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს.

სამინიტროს მიხედვით, ლიეტუვა კვირას ელექტროენერგიის მომწოდებელ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან" შეწყვეტს თანამშრომლობას. ელექტროენერგიაზე უარის თქმით, ლიეტუვა შეწყვეტს ყველა სახის რუსული ენერგიის მოხმარებას - გაზის, ნავთობის და ელექტროენერგიის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისადმი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენი ფულით ფინანსდებოდეს რუსული ომის მანქანა", - განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×