რეზონანსი
27.01.2022

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დიპლომატიის გამოყენების შესაძლებლობა. დღეს არავინ იცის რა იქნება, თუ რა მოხდება და არც პუტინს აქვს გადაწყვეტილი შემდეგი ნაბიჯი და ზუსტად ამ გაუგებრობის, არაპროგნოზირებადობის და უარესის მოლოდინის გამო არის უკიდურესად კრიტიკული სიტუაცია. დადგა დრო გამანადგურებელი სანქციების დაწესების, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას" განუცხადა.

„უნდა წავიდეთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"- ის გაჩერებაზე, რუსეთი უნდა გავაძევოთ სვიფტის შეთანხმებიდან ანუ ფინანსური რეგულაციებიდან. „ჩრდილოეთ ნაკადი 2"- ზე დიახ, ძალიან მძიმეა გადაწყვეტილების მიღება. მოლაპარაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული, რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება. რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც ეს არაა ცალმხრივი გზა. თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპაც რუსეთს დატოვებს ბაზრის გარეშე , რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს", - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×