რეზონანსი
04.12.2021

გორის ჰოსპიტალში, გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი ექიმებმა მოინახულეს. მათი შეფასებით, სახეზეა პოსტ-სტრესული მდგომარეობა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი რამდენიმეთვიან მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებს.

"სახეზეა პოსტ-სტრესული სინდრომი. ვფიქრობთ, შემდეგ ორ თვეში ეს ალაგდება და რეაბილიტაციის კურსი ალბათ თვეები გაგრძელდება. მისი ნერვოლოგიური სტატუსი ისევ საყურადღებო რჩება. მან მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,"- აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე.

გარკვეული ცვლილებებია ტესტების პასუხებშიც. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ "პრეზიდენტი გადაღლილია".

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება და პოსტ შიმშილობის რეაბილიტაციას განაგრძობს. პატიმართან მნახველები დღესაც მივიდნენ, უკვე გორშია ლიზა იასკოც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×