რეზონანსი
28.11.2021

„სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ძალიან - ძალიან მაღალ ციფრებზე. მთავარია, რომ სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ არც რადიკალურად უმჯობესდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ის ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მცირედით, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ხარჯზე, იმუნიზაციის მაჩვენებელმა მოიმატა, თუმცა ეს არაა საკმარისი.

„დღეს პირველადაა, რომ 7, 14 დღეების დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცილდა, რეპროდუქციის ინდექსი 1-ის ქვემოთ ნარჩუნდება, ანუ, ქვეყანაში, გავრცელების ტემპი არ იმატებს, მაგრამ დღეისთვის არსებული 3 333 შემთხვევა და 56 გარდაცვალება ძალიან ბევრია საქართველოსთვის, გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენს ე.წ. ზღვრულ ინდიკატორს ორჯერ აჭარბებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×