რეზონანსი
23.10.2021

იუსტიციის მინისტრის, რატი ბეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა.

როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში განმარტავს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სიტყვა არ თქმულა.

„მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ”,- წერს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს.

„გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში", - განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×