რეზონანსი
29.07.2021

აღმოსავლეთ საქართველოში 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ. საშუალო ტემპერატურა 27-31 გრადუსამდე დაფიქსირდება.

მთაში უმეტესად ნალექს ელოდებიან. საშუალო ტემპერატურა ტემპერატურა 18-27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ქალაქებში 30-31 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 29-32 გრადუსამდე დაფიქსირდება. 1 აგვისტოს კი ზოგიერთ ქალაქში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.

მთაში 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით იწვიმებს, ტემპერატურა საშუალოდ 27-29 გრადუსი იქნება.

30 ივლისს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 29 გრადუსი იქნება. 31 ივლისს კი 32 გრადუსამდე დაცხება, დღე უნალექოდ ჩაივლის. 1 აგვისტოს დედაქალაქში იწვიმებს, თუმცა ტემპერატურა კვლავ 32 გრადუსი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდები 2 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება, ხოლო 3 აგვისტოდან გამოიდარებს და 35 გრადუსამდე დაცხება.

დასავლეთ საქართველოში კი ნალექი 4 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება. საშუალო ტემპერატურა 30-34 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×