რეზონანსი
05.03.2021

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.

ამის შესახებ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები,"-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

„2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )