რეზონანსი
02.03.2021

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, რუსული ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიგზავნება ისეთი ხარისხიანი არ იქნება, როგორსაც სხვა, უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში გააგზავნიან.

„ისე, მავანნი, თეორიულად მაინც თუ უშვებთ იმის ალბათობას, რომ საქართველოსთვის გამოსაგზავნი რუსული „სპუტნიკი“ არ იქნება ისეთი ხარისხის და სტანდარტის, როგორსაც სხვა, უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში გზავნიან?

გჯეროდეს ქვეყნის, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა არ ადარდებს, თავი დავანებოთ იმას, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მოსისხლე მტერია, ოკუპანტია, რა კატეგორიაში გადის ნეტავ?

აზროვნების ორგანულ დაზიანებაში თუ უბრალოდ, უშუბლისძარღვობა-უსისხლობის მორალურ კატეგორიაში?

არადა, მასშტაბური დივერსიისათვის მხოლოდ ის არის საკმარისი, რომ შემოტანილი რუსული ვაქცინა შხამი კი არა, უბრალოდ ფიზიოლოგიური ხსნარი იყოს, უვნებელი მარილწყალი. თორემ ვინმემ ანტისხეულების ტიტრების მასიური ანალიზით არ დაადასტუროს „სპუტნიკის“ ეფექტურობა.

ვინმე უნდა ბედავდეს ქვეყანაში ოფიციალურად, რომ რუსულ ვაქცინაზე თუნდაც ჰიპოთეტურად საუბრობდეს, ჩვენ რომ ეროვნული თავმოყვარეობა გვქონდეს?

კარგი, დავანებოთ თავი თავმოყვარეობას, რაც არ არის, არ არის, საკუთარი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების პრინციპები როგორ უნდა აუხსნა მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას, როდესაც ოკუპანტი ქვეყნიდან მასობრივი ზემოქმედების პოტენციური იარაღის შემოტანას თუნდაც თეორიულად განიხილავ?

კითხვები რიტორიკულია, ცხადია. წარმატებები!", - წერს ზურაბ გურული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
PRONELI   (03.03.2021)
ras provokatorob.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )