რეზონანსი
26.02.2021

"ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვა ოპოზიციის გეგმებში არ შედიოდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განმარტა, თუ პოლიციელების მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ გზა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ,,არც ეს არის პრობლემა”.

"ჩვენ გზის გადაკეტვა გეგმაში არ გვქონია და ამიტომაც არ გადავკეტეთ. აქციის დროს გზა გადაიკეტა თუმცა, გეგმა რომ ჩავხერგოთ გზა, ახლაც არ გვაქვს. აქ ახალგაზრდები ერთობიან და თუ იქნება მოთხოვნა, რომ გზა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, არც ეს არის პრობლემა. ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი, რომ გზა იყოს გადაკეტილი, რადგანაც გზა გადაკეტილია, არ მგონია ვინმეს პრობლემა ექმნებოდეს”, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი ,მოძრაობა „საქართველოსთვის” მიერ ხელისუფლებასთან წაყენებულ მოთხოვნასაც გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, პარტიები დასხდებიან და ითათბირებენ რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ რუსთაველის გამზირი ორი კვირის შემდეგ კარვებით გადაიკეტოს.

"ეს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს დასაკარგი დრო, რომ ხელისუფლებას ველოდოთ, როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იქნება მათ შორის რადიკალური გადაწყვეტილებებიც. პარტიები დავსხდებით და ვითათბირებთ რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ რუსთაველი 2 კვირის თავზე მთლიანად გადაიკეტოს კარვებით. ეს პარტიების საერთო განსახილველი თემაა, ,,მოძრაობა საქართველოსთვის” კი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა გააკეთოს”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )