რეზონანსი
26.02.2021

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვაშინგტონში დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის თავად კი დემოკრატიული ძალაა

„ამბავი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ დაამკვიდროს ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის, ჩვენ კი დემოკრატიული ძალა ვართ, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. იმპერიული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს მცდარია. ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს ამბავი მცდარია. ახლა, როგორ მოახდენ ამ ამბის ვაშინგტონში დამკვიდრებას? რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციით, რაშიც კარგი ლობისტური კომპანია დაგეხმარება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეს ახალი კონტრაქტი ამბობს. როდესაც კარგი ლობისტური ფირმა ხარ ვაშინგტონში, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი რაც გაგაჩნია არის ურთიერთობები არა შენს კლიენტთან, არამედ მთავრობასთან, კონგრესთან, პოლიტიკის განმსაზღვრელ ინდივიდებთან და ა.შ. ეს კარგი ფირმები არასდროს არ დააყენებენ არსებულ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ საკუთარი კლიენტების გამო მიუხედავად ფულის ოდენობისა, რასაც ისინი მომსახურებაში იღებენ. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საკუტარი დღის წესრიგის წაწევა ლიმიტირებულად შეუძლიათ და შეკითხვა, მიაღწევენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს წინააღმდეგ არ არის ზუსტი. თუ სანქციები დაწესდება, ეს იმიტომ მოხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩათვლის ამას საჭიროდ. მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის მცოდნე ადამიანები მუშაობენ და ისინი სანქციებს არ აამოქმედებენ იმის გამო, რომ რომელიმე ლობისტურმა ფირმამ ამ იდეის ლობირება გადაწყვიტა. არ მგონია შეერთებულ შტატებს საქართველოს დასუსტება ჰქონდეს მიზნად და ეს ის იქნება, რასაც სანქციები გამოიწვევდა“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
xxx   (27.02.2021)
ეს, ის, არ არის, ბიძინას სახლში, რომ ჰყავდა მოსამსახურედ, თუ მეშლება რამე...

იასე   (26.02.2021)
ეს ლობისტი არ არის, პირიქით ლობისტებს აკრიტიკებს. ყველამ იცის რომელი პარტია იხდიდ უზარმაზარ ფულს ლობისტეში.

ვაჟა   (26.02.2021)
აი ესეთი ლობისტი პროჭები (და რა თქმა უნდა ფული),წყვეტენ მსოფლიო პოლიტიკის ბედს. დედა გვაქვს მოტყნული!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )